ტარიფები

კალაძე: ამ ეტაპზე ტარიფების შემცირების არანაირი რესურსი არ არსებობს

Kakha Kaladze
Tabula

ამ ეტაპზე არანაირი რესურსი არ არსებობს, რომ მოხდეს ტარიფების კიდევ შემცირება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ დაზარალებულიყვნენ დისტრიბუტორი კომპანიები და წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებაც შესრულებულიყო.

"ტარიფების შემცირების კუთხით ამ ეტაპზე შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთდა. ელექტროენერგიაზე მოვახერხეთ ტარიფის 4 თეთრით, ხოლო გაზზე - 5 თეთრით შემცირება. თუ სამომავლოდ გამოინახება რაიმე მარჟა ტარიფების შესამცირებლად, საზოგადოება ამის შესახებ შეიტყობს", - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ტარიფების განახევრებას ჰპირდებოდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კახა კალაძე აცხადებდა, რომ როგორც ჩანს, არჩევნებამდე არაზუსტი გათვლები კეთდებოდა და ტარიფების განახევრების რესურსი რეალურად არ არსებობდა.

კომენტარები