პროსტიტუცია

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ასპინძასა და ახალციხეში პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 1963 წელს დაბადებული ია ბ, 1965 წელს დაბადებული არუთუნ ი. და 1949 წელს დაბადებული ნაზი ნ. ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სალომე ნ. დაბა ასპინძაში სასტუმროს ნომრებს, არუთინ ი. ქალაქ ახალციხეში აბანოს, ხოლო ახალციხის მცხოვრები ია ბ. საკუთარი საცხოვრებელი სახლის ოთახებს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ.

გამოძიების ფარგლებში, აღნიშნულ დაწესებულებებში მომუშავე 15 ქალი მოწმის სახით დაიკითხა. გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

კომენტარები