კეზერაშვილის საქმე

ადვოკატი: პროკურატურამ კეზერაშვილის საქმეში იურიდიული კომპანიის ჩართვა ითხოვა

AFP.com

ტელეკომპანია ტაბულას ეთერში, გადაცემა ფოკუსში დავით კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ პროცესში ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის ჩართვა მოითხოვა.

"პროცესის გადადების ორი მიზეზი არსებობს. პირველი არის ის, რომ პროკურორმა ვერ მოახერხა სასამართლო პროცესზე დასწრება, მეორე კი ის არის, რომ საქართველოს პროკურატურამ მოითხოვა ამ საქმეში ჩართულიყო ერთ-ერთი იურიდიული კომპანია, რომელიც როგორც ჩანს მათ დაიქირავეს. ამ მიზეზების გამო, გადაწყდა რომ პროცესი გადადებულიყო ერთი კვირით," - განაცხადა შოთა მინდელმა.

ადვოკატის თქმით, 23 იანვრარს გამართულ პროცესზე კეზერაშვილის პატიმრობაში დატოვების საკითხი არსებითი განხილვის საგანს არ წარმოადგენდა, მომავალ კვირას კი საქმის არსებითი განხილვა განახლდება.

"გავრცელდა ინფორმაცია გირაოს საკითხთან დაკავშირებით და ითქვა, თითქოს კეზერაშვილი პატიმრობაში რჩება. ეს არსებით განხილვის საგანს არ წარმოადგენდა, ეს გახლავთ აღკვეთი ღონისძების საკითხი. იქაც, მოსამართლემ ტექნიკური დეტალების დაზუსტება ითხოვა, თუ რამდენად საკმარისი ტექნიკური საშუალებები არსებობს და რამდენად სანდო იქნება ის მექანიზმები, რომლებიც კეზერაშვილის ფრანგმა ადვოკატებმა შეთავაზეს. მომავალ კვირას, განახლდება განხილვა, როგორც გირაოს საკითხზე, ასევე არსებითი განხილვა," - განაცხადა შოთა მინდელმა.

კომენტარები