ტრანსფერი

დღეს მატა მანჩესტერ იუნაიტედის ბაზაზე სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ხუან მატა

უახლოეს საათებში, ლონდონის ჩელსის ნახევარმცველი ხუან მატა ვერტმფრენით ჩაფრინდება AON-ის ბაზაზე და სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდება.

ესპანელის ტრანსფერზე თანხმობა ლონდონურმა კლუბმა ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, სავარაუდო თანხა 37 მილიონი ფუნტია.

25 წლის მატა ჩელსის შემადგენლობაში 2011 წელს ჩაირიცხა და დღემდე, 82 მატჩში 18 გოლი გაიტანა. ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების წევრიც არის, სადაც 32 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები