სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

სახელმწიფო დაცვის სამსახური: უფროსის პოსტს ანზორ ჩუბინიძე თვის ბოლოს დატოვებს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობას ანზორ ჩუბინიძე პირადი გადაწყვეტილებით, თვის ბოლოს დატოვებს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფორმაციით, "ანზორ ჩუბინიძე მიმდინარე თვის ბოლოს მართლაც აპირებს, დატოვოს დაკავებული თანამდებობა ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან უკვე აცნობა საქართველოს პრემიერმინისტრს. სრულიად უსაფუძვლოა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა არსებობს რაიმე დაპირისპირება. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია."

დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილთან უთანხმოების გამო დატოვა.

"სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის ადგილი ვაკანტურია. ივანიშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა, ჩუბინიძემ განცხადება დღეს დილას დაწერა. ჩემი ინფორმაციით, მას პრობლემები ღარიბაშვილთან ჰქონდა. გაპრემიერების შემდეგ ღარიბაშვილმა უარი თქვა სპეცსამსახურის დაცვაზე და გარკვეული პერიოდი ისევ შსს-ს დაცვით სარგებლობდა. ეს ინციდენტი მაშინ ბიძინა ივანიშვილის ჩარევის შემდეგ დარეგულირდა. დღეს კი ჩუბინიძე იძულებული გახდა, თანამდებობდა დაეტოვებინა. საუბარია იმაზეც, რომ საკადრო ცვლიკებები უწყებაში მოადგილეებსაც შეეხებათ." - თქვა ნადირაშვილმა.

კომენტარები