მინისტრების ხელფასი

კალაძე: ჩვენ ძალიან ვუყურებთ, რომ ბიუჯეტის თანხების ხარჯვა იყოს რაციონალური

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

მინისტრების ხელფასების შემცირება მთავრობის მიერ ბიუჯეტის რაციონალურად ხარჯვის პოლიტიკის გაგრძელებაა, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით მან, აქამდე ისიც კი არ იცოდა რამდენი იყო მისი ხელფასი და მისი შემცირება მინისტრთა კაბინეტის საქმიანობაზე უარყოფითად არ ისახება.

"ჩვენი მიდგომა მოგეხსენებათ - ჩვენ ძალიან ვუყურებთ, რომ ბიუჯეტის თანხების ხარჯვა იყოს რაციონალური, დაწყებული მანქანების შესყიდვით დამთავრებული მინისტრების ხელფასების შემცირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერმინისტრმა გადაწყვეტილება ზუსტად ამის გათვალისწინებით მიიღო", - განაცხადა კალაძემ

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, მინისტრების ხელფასი 6300 ლარიდან 5000 ლარამდე შემცირდა.

 

კომენტარები