FIFA-ს ოქროს ბურთი

ოქროს ბურთის მოპოვების კანდიდატებს შორის რონალდუ ფავორიტია

კრიშტიანუ რონალდუ
wondrouspics.com

დღეს, თბილისის დროით 21:30 სთ-ზე, 213 წლის ფიფას ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელის ვინაობა გაირკვევა. კანდიდატი სამია - არგენტინელი ლიონელ მესი, ფრანგი ფრანკ რიბერი და პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ.

ჯილდოს მოპოვების ყველაზე რეალური კანდიდატი მადრიდის რეალის შემტევი რონალდუა. პრეტენდენტთა საბოლოო სია წინასწარ შერჩეული 23 ფეხბურთელისგან გადაირჩა.

დღესვე გაირკვევა შვიდი სხვა ჯილდოს მფლობელი და ასევე დასახელდება ფიფპროს წლის საუკეთესო ნაკრების შემადგენლობა.

გერმანელი ნადინ ანგერერი, ბრაზილიელი მარტა და ამერიკელი ები უემბახი წლის საუკეთესი ქალი ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვიან.

წლის საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატები არიან მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი, ბაიერნის ყოფილი თავკაცი იუპ ჰაინკესი და დორტმუნდის ბორუსიას მწვრთნელი იურგენ კლოპი.

ფრანს ფუტბოლმა ოქროს ბურთი 1956 წელს დააარსა, რათა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გამოევლინა. 2007 წელს ფრანს ფუტბოლის ჯილდომ გლობალური ხასიათი მიიღო.

არგენტინელმა ლეონელ მესიმ ჯილდო გასული ოთხი წლის განმავლობაში ოთხივეჯერ მოიგო, მაგრამ წელს, სპეციალისტთა ვარაუდით, კრიშტიანუ რონალდუსთან დუელში დამარცხდება.

რონალდუმ პრიზი ბოლოს 2008 წელს მოიგო, წელს კი შესანიშნავი სეზონი აქვს. პორტუგალიელმა 56 მატჩში 66 გოლი გაიტანა, შეასრულა ხუთი ჰეთთრიქი, მათ შორის ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის პლეიოფში შვედეთის წინააღმდეგ და ეროვნული გუნდი მსოფლიოს პირველობაზე გაიყვანა.

ფრანკ რიბერი მიუნხენის ბაიერნს ხუთი ტურნირის მოგებაში დაეხმარა - ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი

კომენტარები