FIFA-ს ოქროს ბურთი

კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთის მფლობელი გახდა

კრიშტიანუ რონალდუ
wondrouspics.com

2013 წლის ფიფას ოქროს ბურთი პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ მოიპოვა. მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ბარსელონელ ლიონელ მესის და მიუნხენის ბაიერნის საუკეთესო ფეხბურთელს ფრანკ რიბერის აჯობა.

გამოკითხვაში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

ეს რონალდუსთვის რიგით მეორე ოქროს ბურთია, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს ჯილდო ფიფას ეგიდით გადაეცემა - პირველი.

"დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩემი იმედი ჰქონდა. იყო დრო, როცა ვფიქრობდი, რომ ამას უკვე ვეღარ შევძლებდი და შეიძლებოდა იმედი დამეკარგა. ასე არ მოხდა და ახლა უბედნიერესი ადამიანი ვარ. მადლობა მინდა ვუთხრა მესის, რადგან მისი ფაქტორი ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო", - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

კომენტარები