მამა გიორგი: შორენა თეთრუაშვილს აქვს უდიდესი დამსახურება ეკლესიის წინაშე

ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით ღმერთის და მთელი სამყაროს წინაშე. ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი, რომელიც გახლავთ პატრიარქის მდივანი–რეფერენტი. მას აქვს უდიდესი დამსახურება საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წინაშე. ამას მე ვაცხადებ მთელი ჩვმი პასუხისმგებლობით მთელი ქვეყნის წინაშე. მისი დამსახურება და ერთგულება ძალიან დიდია. ის არის უაღრესად კეთილშობილი და განათლებული ადამიანი და მას აქვს ძალიან დიდი დამსახურება ეკლესიის მიმართ. მიუხედავად მისი ამ დამსახურებისა და მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნება თავშეწირულია ეკლესიისთვის ის ყოველთვის ცდილობს იმას, რომ იმოქმედოს არა თვითნებურად, არა საკუთარი სურვილების მიხედვით, არამედ იმოქმედოს ეკლესიის ინტერესების გათვალისწინების მიხედვით. მე მინდა ჩემი უდიდესი პატივისცემა დავადასტურო მის მიმართ და უდიდესი მადლიერება, რაც მას მიუძღვის ჩვენი ეკლესიის წინაშე. ამასთანავე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მას სხვადასხვა კუთხით იმდენი დამსახურება აქვს, იმდენი სიკეთე აქვს, რომ მისი მოხსენიება უმართებულო კონტექსტში არის უდიდესი ცილისწამება ამ პიროვნების მიმართ და რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის

განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელის "მომბესთვის" მიცემულ ინტერვიუში

კომენტარები