BAFTA 2014

BAFTA-ს 2014 წლის კინოდაჯილდოების ნომინანტები გამოქვეყნდა

digitaltrends.com

დიდი ბრიტანეთის უმთავრესი კინოდაჯილდოების BAFTA-ს მთავარი ფავორიტი ალფონსო კუარონის ფილმი ”გრავიტაცია”(11 ნომინაცია), დევიდ ო. რასელის ”ამერიკული აფერა”(10 ნომინაცია)  და სტივ მაუქინის ”მონობის 12 წელი”(10 ნომინაცია) იქნება.

ბრიტანეთის კინო და ტელე ხელოვნების აკადემიის წევრებმა BAFTA-ს ნომინანტების სია შეადგინეს. საუკეთესო ფილმისთვის განკუთვნილი ჯილდოსთვის ხუთი ფილმი იბრძოლებს. ”გრავიტაციასა” და ”ამერიკულ აფერასთან” ერთად, წლის ფილმის წოდების მოპოვება ”მონობის 12 წელს”, ”კაპიტან ფილიპსსა” და ”ფილომენას” შეუძლიათ.

BAFTA-ს ჯილდოსა და წლის გამორჩეული რეჟისორის წოდების მოპოვება სტივ მაქუინს(”მონობის 12 წელი”), დევიდ ო რასელს(”ამერიკული აფერა”), პოლ გრინგრასს(”კაპიტანი ფილიპსი”), ალფონსო კუარონსა(”გრავიტაცია”) და მარტინ სკორსეზეს(”უოლ სტრიტის მგელი”) შეუძლიათ.

საუკეთესო ბრიტანული ფილმის ჯილდოსთვის ”გრავიტაცია”, ”ფილომენა”, ”მანდელა: გრძელი გზა თავისუფლებისკენ”, ”მისტერ ბენქსის გადარჩენისას”, ”სიჩქარე” და ”ეგოისტი გიგანტი” იბრძოლებენ.

ბრიუს დერნი(”ნებრასკა”), ჩიუეტელ ეჯიოფორი(”მონობის 12 წელი”), კრისტიან ბეილი(”ამერიკული აფერა”), ლეონარდო დი კაპრიო(”უოლ სტრიტის მგელი”) და ტომ ჰენქსი(”კაპიტანი ფილიპსი”) საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის განკუთვნილი ჯილდოსთვის იბრძოლებენ. საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდოს კი ერთმანეთს ემი ადამსი(”ამერიკული აფერა”), ქეით ბლანშეტი(”ლურჯი ჟასმინი”), ემა ტომპსონი(”მისტერ ბენქსის გადარჩენისას”), სანდრა ბულოკი(”გრვაიტაცია”) და ჯუდი დენჩი(”ფილომენა”) შეეცილებიან.

BAFTA 2014-ის უდიდესი მოულოდნელობა ძმები კოენების ფილმის ”ლევაინ დევისში”, სპაიკ ჯონზის ”ის” და ალექსანდერ პეინის ”ნებრასკას” მთავარი ნომინაციების(რეჟისურა და ფილმი) გარეშე დარჩენა იყო.

BAFTA-ს კინოდაჯილდოების ცერემონია 16 თებერვალს გაიმართება.

 

 

კომენტარები