ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დანაღმული მანქანა ეკლესიის სიახლოვეს საშობაო წირვის დასრულებისთანავე აფეთქდა.
მსხვერპლი მოჰყვა ასევე აფეთქებას დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში, რომელიც ძირითადად ქრისტიანებით არის დასახლებული. იქ 10 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებების შედეგად 52 ადამიანი დაშავდა.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.
ცნობისთვის, ტერორისტული ორგანიზაციის ალ-ყაიდას თავდასხმას ეკლესიაზე 2010 წელს ერაყში რელიგიური უმცირესობის ათობით წარმომადგენელი ემსხვერპლა.
2003 წლამდე ერაყში მილიონზე მეტი ქრისტიანი ცხოვრობდა, თუმცა დღესდღეობით, მათი რაოდენობა ნახევარ მილიონამდე შემცირდა.





