ვანო მერაბიშვილის საქმე

ბერძენიშვილი: ვანო მერაბიშვილის მიერ განხორციელებული სვლა გაუგებარია

რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ბერძენიშვილის თქმით, "ვანო მერაბიშვილის მიერ განხორციელებული სვლა გაუგებარია".

ბერძენიშვილის აზრით, მერაბიშვილი, სავარაუდოდ, რაღაც საკითხებისგან თავის დაძვრენას ცდილობს.

"ყველაფერი გაირკვევა, მარტივად გაირკვევა, თუ რომელი მხარეა მართალი და რომელი მტყუანი. დარწმუნებული ვარ, რომ მართალია ხელისუფლება და, რასაც ვანო მერაბიშვილი ამბობს, ტყუილია. ამის დადასტურება შესაძლებელია. შეიძლება დაგებულ ხაფანგში გაებას ეს მხარე, ვინც ეს პროვოკაცია წამოიწყო", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილთან მიმართებით კანონი დაცულია და "არსად შუაღამით მერაბიშვილი არავის არ წაუყვანია".

კომენტარები