უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს 15 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის მიღების თაობაზე. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობთ იუწყება. ასევე უკრაინამ შესაძლოა რუსული გაზის ფასზე 25 პროცენტიანი შეღავათი მიიღოს.
ხვალ, 17 დეკემბერს პრეზიდენტი იანუკოვიჩი მოსკოვში მიემგზავრება. როგორც მოლაპარაკებების პროცესში ჩართულმა პირებმა სააგენტოს განუცხადეს, 15 მილიარდიდან 5 მილიარდი უკრაინამ რუსეთისგან შეიძლება წელსვე მიიღოს.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრმიერმინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ კიევი 20 მილიარდ დოლარს ითხოვს. თავის მხრივ, ევროკავშირმა ასეთი გარიგების შესაძლებლობა კატეგორიულად უარყო.





