საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში

გოგიტიძე, დათუნაშვილი და იმერლიშვილი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

msy.gov.ge

სპორტკომპლექს არენაში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში დღეს დასრულდა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა პირველობა სამ წონით კატეგორიაში იზეიმეს.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ლაშა გოგიტიძემ მოიპოვა, 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში უძლიერესი ზურაბ დათუნაშვილი აღმოჩნდა, ხოლო 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ვასილ იმერლიშვილი იყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მედლები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის, დანარჩენ კატეგორიებში გათამაშდა.

კომენტარები