თვითმმართველობის კოდექსი

უსუფაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ფსონები იქნება გაცილებით მაღალი

David Usupashvili
Tabula

ხელი გვაქვს მოსაწერი ასოცირების ხელშეკრულებაზე, ამას ჰყავს ძალიან კონკრეტული მტერი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაცილებით უკეთ უნდა მოემზადოს, ვიდრე ეს საპარლამენტო არჩევნებისთვის გააკეთა. "ჩვენ ჩავატარეთ სამაგალითო საპრეზიდენტო არჩევნები. ეს ყველამ აღნიშნა. მე ამით ვამაყობ. თვითმმართველობის არჩევნები იქნება გაცილებით რთული", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისი თქმით,  საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატიც ნაკლები იყო და შედეგების მეტ-ნაკლებად - ცნობილი. "თვითმმართველობის არჩევნებში ათასობით კარგი გაგებით ამბიციური ადგილობრივი კანდიდატი შეეჯიბრება ერთმანეთს. ინტერესები და ფსონები იქნება გაცილებით მაღალი", - თქვა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, მრავალპარტიულობა ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთმანეთს ხშირად ვერ დაეთანხმება, თუმცა ძირითადში ყველა თანხმდება - რომ ემსახურება საქართველოს. "ეს არჩევნები ტარდება დაახლოებით შუა წელზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე, ამიტომ დიდ პოლიტიკურ დატვირთვას იძენს, ამიტომ ყველას ვთხოვ, პოლიტიკურ მომხრეებსაც, არაპოლიტიკურ წრეებსაც, სანამ საჯაროდ ვინემს დავდებთ ბრალს, გავესაუბროთ და იქნებ გაირკვეს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

კომენტარები