პარლამენტი ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის პროექტის განხილვას 6 დეკემბერს დაიწყებს. კოდექსის გარდა, ცვლილებები კიდევ 23 კანონში უნდა შევიდეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება, საზოგადოება კი შოკისმოგვრელ ცვლილებებს არ უნდა ელოდოს. ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ 9 კითხვით მიმართა, რომელზეც პასუხები მისი თქმით, კოდექსში არ არის. თვითმართველობის ახალ კოდექსს დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქიც გამოეხმაურა. ილია მეორე მიიჩნევს, რომ ქვეყანა მაშინ იყო ძლიერი, როცა ხელისუფლება ძლიერდებოდა და რეფორმა ქვეყნის დაშლას გამოიწვევს.
tbl.ge/134g
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




