ლანჩხუთის გურია

სფფ-ს აღმასკომმა ლანჩხუთის გურიას გამაფრთხილებელი წერილი მისწერა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
msy.gov.ge

3 დეკემბერს, სფფ-ის ოფისში ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის დაგეგმილი სხდომა გაიმართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. მთავარი განსახილველი საკითხი საფეხბურთ კლუბ ლანჩხუთს გურიაში არსებული სიტუაცია იყო. 

ფეხბურთის ფედერაციაში გურიას ფეხბურთელების სახელით წერილი შემოვიდა, რომელშიც მოთამაშეები აცხადებენ რომ 5 თვის ხელფასი არ აუღიათ და ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, მათი უფლებების დაცვას სთხოვენ.

სფფ-ს ცნობით, კომიტეტმა შეიმუშავა წერილი, რომელიც ლანჩხუთის გურიას დირექტორს - კობა მირზაშვილს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს - ამირან გიგინეიშვილსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს - ზაზა ურუშაძეს გაეგზავნათ. 

კომიტეტის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგახსენებთ, რომ 2013 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა განიხილა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარის წერილი საფეხბურთო კლუბ „გურიას" ფეხბურთელების მიმართ კლუბის მხრიდან კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო, რომელიც გამოიხატა 5 თვის ხელფასის გადაუხდელობაში, რაც შემდეგში შესაძლოა აისახოს ფეხბურთელების გაფიცვაში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიულად მოითხოვს, უმოკლეს ვადაში კლუბის უფლებამოსილი პირებისგან წინამდებარე წერილში აღნიშნულთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას და ფეხბურთელთა კანონის შესაბამისი უფლებების დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმოქმედებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩემპიონატის დებულების შესაბამისად."

კომენტარები