რუსი ოკუპანტები

ე.წ საზღვართან რუსმა ოკუპანტებმა ორი ქართველი გაიტაცეს

ერთი საათის წინ, ოკუპირებული რეგიონის ე.წ საზღვართან სოფელ წაღვლიდან და კობიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი ქართველი გაიტაცეს. 69 წლის ამბროსი კაპანაძე და 40 წლის გენადი ვაისკროვი სავარაუდოდ ე.წ საზღვრის დარღვევისთვის მოიტაცეს. მომხდარის შესახებ, გატაცებულთა თანასოფლელებმა შეიტყვეს, თუმცა ამ დროისთვის მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

რამდენიმე დღის წინ,  ხურვალეთიდან ასევე რუსი სამხედროების მიერ მოტაცებული მალხაზ მაყრიშვილი უკვე სახლში დაბრუნდა. ის ცხინვალის იზოლატორში წითელი ჯვრის დამკვირვებელთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. შაშვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, მანანა თვაურის განცხადებით მალხაზ მაყრიშვილი იზოლატორში ყოფნისას მედიკამენტებით უზრუნველყოფილი იყო და მასზე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები