მომიტინგეების დარბევა კიევში

ინტერფაქსი: იანუკოვიჩის ადამინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

Ukraine's President Viktor Yanukovich attends a signing ceremony with his Kazakh counterpart Nursultan Nazarbayev in Kiev
Gleb Garanich / REUTERS

საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ლავოჩკინი თანამდებობიდან გადადგა. სააგენტო წყაროს არ ასახელებს, თუმცა მისი ინფორმაციით ლავოჩკინის გადაწყვეტილება შესაძლოა ევრომაიდანზე, კიევის ცენტრში პოლიციის ქმედებებით უკმაყოფილების გამო იყოს გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე ბერკუტმა დემონსტრანტები ხელკეტებისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენებით დაარბია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საავადმყოფოებში 33 ადამიანია გადაყვანილი.

კომენტარები