2014 წლის ბიუჯეტი

მთავრობა 400 მილიონი ლარის საშინაო ვალის აღებას გეგმავს

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მასშტაბური, 400-ი მილიონი ლარის საშინაო ვალის აღებას გეგმავს. ეს მაჩვენებელი 2013 წლის იგივე მონაცემს 250 მილიონი ლარით, ხოლო 2012 წლის მონაცემს - 342 მილიონი ლარით აღემატება. საპარლამენტო უმცირესობის მტკიცებით, მთავრობას უპრეცედენტოდ მაღალი საშინაო ვალის აღება ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირების და ბიუჯეტში თითქმის მილიარდიანი დეფიციტის გამო მოუხდა. საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ეს განცხადება უარყო.

კომენტარები