საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები

ქართველი ძიუდოისტები იაპონიიდან გამოაძევეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
sportall.ambebi.ge

იაპონიაში შეკრებაზე მყოფი ქართველი ძიუდოისტები ცუკუბას უნივერსიტეტის შიდა წესების დარღვევისთვის ქვეყნიდან გამოაძევეს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ, ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებები იაპონიაში 2-კვირიან შეკრებაზე 11 ნოემბერს გაუშვა. გეგმის მიხედვით, ამ პერიოდში ძიუდოისტებს ორ უნივერსიტეტში უნდა ევარჯიშათ.

როგორც ირკვევა, ქართველი სპორტსმენების ქცევა ცუკუბას უნივერსიტეტისა და ადგილობრივი მცხოვრებლების უკმაყოფილების მიზეზი გახდა, რის გამოც მასპინძლებმა ქართულ მხარეს ქვეყანაში დარჩენის უფლება აღარ მისცეს.

კომენტარები