სტადიონის ჩამონგრევა

მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

reuters.com

ბრაზილიაში, სან პაულოს სტადიონის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. კორინთიანსის სტადიონის რეკონსტრუქცია უკვე დამამთავრებელ ფაზაში შედიოდა და დეკემბრისთვის მზად უნდა ყოფილიყო, რაც ფიფას მიერ დაწესებულ ვადებს სრულად შეესაბამებოდა. ამ ინციდენტის გამო, ბრაზილიელთა მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რადგან ამ ეტაპზე თორმეტი სტადიონი, რომელმაც 2014 წლის ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს, მზად არ არის.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფასადის ჩამონგრევის შედეგად მესამე ადამიანიც გარდაიცვალა, თუმცა პოლიციის განმარტებით ამწე კრანის მძღოლი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და მალევე გამოწერეს.

კომპანიაში, რომელიც  სტადიონს აშენებს აცხადებენ რომ ნაგებობის სტრუქტურა არ დაზიანდა, მაგრამ კორინთიანსი არენას უახლოეს მომავალში მაინც ვერ ჩაიბარებს.

ეს უკვე მესამე ფატალური ინციდენტია, რომელიც ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ სტადიონზე მოხდა. გასული ორი წლის განმავლობაში, მუშები სხვა კონსტრუქციების მშენებლობისას გარდაიცვალნენ.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის სტადიონებიდან ექვსი, ამ მომენტისთვის კვლავ არ არის მზად უმასპინძლოს მსოფლიოს ჩემპიონატს.

კომენტარები