სამთავრობო პროგრამა

შრომის ბაზარი მთავრობის პრიორიტეტად რჩება

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საქართველოს მთავრობამ სამთავრობო პროგრამა - ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის - გამოაქვეყნა. მასში დაახლოებით ერთ გვერდამდე ეთმობა შრომის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას. სამთავრობო პროგრამაში ციფრები და დასახული მიზნების განხორციელების ვადები მოცემული არ არის და მხოლოდ ძირითადი დებულებებია ჩამოყალიბებული.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, შრომის ბაზართან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: ქვეყნის ადამიანური რესურსების რაციონალური გამოყენება, ეფექტიანი დასაქმების ხელშეწყობა, უმუშევრობის თანმიმდევრული შემცირება და სამუშაო ძალის ხარისხობრივი სრულყოფა.

მთავრობა შრომითი ურთიერთობების სფეროში სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას აპირებს. ამისთვის, სამთავრობო პროგრამის მიხედვით საჭიროა: შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურა, დასაქმებულთა და უმუშევართა აღრიცხვა, შრომის ბაზრის კვლევების ინსტიტუციონალიზაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება/განვითარება, შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად უმუშევართა პროფესიული სწავლების მხარდაჭერა და დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის ოპერატიული და ეფექტიანი კავშირის ხელშეწყობა, საშუამავლო მომსახურების სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების მხარდაჭერა. 

კომენტარები