სამთავრობო პროგრამა

მთავრობის პროგრამა მინისტრობის კანდიდატებმა და პარლამენტარებმა შეაფასეს

სამთავრობო პროგრამა მინისტრობის კანდიდატებმა და საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებმა შეაფასეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროგრამაში ყველა ის გამოწვევა არის ასახული, რაც ქვეყნის წინაშე დგას. მინისტრობის კანდიდატები იმ პროგრამებზე საუბრობენ, რომელთა განხორციელებაც მათ მთავრობის დამტკიცების შემდეგ მოუწევს. 
ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს, სამთვრობო პროგრამას მხარი დაუჭიროს. ისინი შეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა არაკვალიფიციურია. 
საპარლამენო უმრავლესობის წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ სამთავრობო პროგრამაში პრიორიტეტები სწორად არის გაწერილი და მთავრობის წარმოდგენილი შემადგენლობა მათ განხორციელებას უზრუნველყოფს.

კომენტარები