სამთავრობო პროგრამა

გეგელია: ახალი სამთავრობო პროგრამა არის ვერსია იმ ფარსისა, რასაც ოცნება წარმოადგენს

ახალი სამთავრობო პროგრამა არის ახალი ვერსია იმ ფარსისა, რასაც წარმოადგენს ქართული ოცნება. ამავე დროს, აქ ჩვენ ვხედავთ ისეთ რაღაცებს, როგორიცაა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება, რაც შეიცავს ბუნდოვანებას და ბადებს მთელ რიგ კითხვებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ეს და რამდენად თანხვედრაშია ეს ყველაფერი საქართველოს ეროვნულ, საგარეო და უსაფრთხოების ინტერესებთან.

ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ კონკრეტიკას 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს რეფორმების გატარებას, რადგანც ის ემსახურება რუსეთს.

ამბობს ლელოს წევრი, გრიგოლ გეგელია სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა, სახელწოდებით "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" 2 თებერვალს პარლამენტს წარუდგინა.

კომენტარები