ქსენოფობია

ბასილ მკალავიშვილი უცხოელების წინააღმდეგ გამაფრთხილებელ აქციას შეუერთდა

16 ნოემბერს, ვარდების მოედანზე ეროვნული ფრონტის ორგანიზებით აქცი გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობისაგან საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასა და თბილისში მდებარე უცხოური ბარების დახურვას მოითხოვდნენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ევგენი მიქელაძის თქმით, ისინი ხელისუფლებას მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ორკვირიან ვადას აძლევენ.

"ორი კვირის შემდეგ ჩვენ ვაპირებთ გავმართოთ უფრო ფართომასშტაბიანი აქცია სადაც ჩართული იქნება საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და დაჯგუფების წარმომადგენლები. ჩვენი მიზანი არის საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა რომ საერთო ძალისხმევით მოვახერხოთ და მთავრობა ვაიძულოთ გაამკაცროს სავიზო რეჟიმი"- აცხადებს ევგენი მიქელაძე.

აქციას მამა ბასილ მკალავიშვილი თავის მრევლთან ერთად შუერთდა. ქართული ფრონტის წევრებმა ვარდების რევოლუციის მოედნიდან აღმაშენებლის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც მათი განცხადებით თურქულ ბარებში პროსტიტუციას ეწევიან. აქციის პარალელურად მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

კომენტარები