ეროვნული უშიშროების საბჭო

15 ნოემბრიდან გიგა ბოკერია გადადგა

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა
15 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გადადგა. ბოკერია თანამდებობას 2010 წლის ნოემბრიდან იკავებდა. არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბოკერიას პოსტზე დეპუტატი ირინა იმერლიშვილი შეცვლის.
 
2004-2008 წლებში ბოკერია საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო. უშიშროების საბჭოს მდივნობამდე მას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. 1996-2003 წლებში თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის წევრი იყო. 1996 წელს მას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა აქცენტები მიჰყავდა. 1995/1996-შ - გაზეთ არგუმენტის პოლიტიკის განყოფილებების რედაქტორი იყო, ხოლო 1992/1993 წლებში - იმავე გაზეთის მიმომხილვევლი. ამავე წლებში ის ქრისტიან-დემოკრატიული ახალგაზრდული ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი იყო. 1993 წელს გიგა ბოკერიას სახელმწიფო რადიოში პიკის საათი მიჰყავდა, მომდევნო წელს ის რადიო თავისუფლების კორესპონდენტად მუშაობდა.
 

გიგა ბოკერია საქმიანობას პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გააგრძელებს.

 

კომენტარები