საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დასანანი ფრე სტუმრად, შოტლანდიასთან

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
uefa.com

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად, შოტლანდიის გუნდს შეხვდა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო და მხოლოდ 84-ე წუთზე გაშვებული გოლის გამო ფრეს დასჯერდა.

ანგარიში 35-ე წუთზე ჰოლანდიური ვიტესის ფორვარდმა გიორგი ჭანტურიამ გახსნა. 84-ე წუთზე პეტერსონმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ მატჩი ასევე დასრულდა.

ჯგუფში პარალელურად მიმდინარე შეხვედრა ჰოლანდიისა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ასევე ფრედ - 2:2 დასრულდა.

კომენტარები