გუბერნატორები

ჭიაბერაშვილი: გუბერნატორის თანამდებობებს 15 ნოემბერს დავტოვებთ

facebook.com

გუბერნატორები თანამდებობებს 15 ნოემბერს დატოვებენ. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, რეგიონების ხელმძღვანელებმა მიხეილ სააკაშვილს გადადგომის მოთხოვნით უკვე მიმართეს. 

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა გუბერნატორმა მიმართა პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით. მიხეილ სააკაშვილი ჩვენს მოთხოვნებს 15 ნოემბერს დააკმაყოფილებს. სამწუხაროდ, მთელი ერთი წლის განმავლობაში, თვალს ვადევნებდი იმას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო კახეთში და განსაკუთრებით, ეს ეხებოდა გაზიფიკაციას, გზებს და წყალმომარაგებას, პრაქტიკულად გაჩერებულია და სამუშაოები არ მიმდინარეობს" - თქვა ჭიაბერაშვილმა. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელიც ძალაში პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან შედის, სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორები მთავრობის წინაშე ხდებიან ანგარიშვალდებული. მათ თანამდებობაზე პრეზიდენტის ნაცვლად, ამიერიდან მთავრობა მოხსნის და დანიშნავს. 

კომენტარები