თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკში თეთრი ვეფხვის 3 ბოკვერი დაიბადა

თეთრი ვეფხვი
თბილისის ზოოპარკი

დღეს დილით გამთენიისას, თბილისის ზოოპარკის ბინადარმა თეთრმა ვეფხვმა კამერონმა 3 ბოკვერი გააჩინა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პატარები და დედა თავს კარგად გრძნობენ. "ჯერ კიდევ ველოდებით და შესაძლოა ნამატი კიდევ იყოს. კამერონი გამოცდილი დედაა და პატარების აღზრდას თავს აუცილებლად კარგად გაართმევს", - ამბობენ თბილისის ზოოპარკში.

კომენტარები