მარგველაშვილის შეხვედრა ელჩებთან

გიორგი მარგველაშვილი ელჩებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში აკრედიტებული უცხოური დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა. ელჩებთან შეხვედრაზე მარგველაშვილმა სამომავლო ურთიერთობაზე იუსაბრეს. .

შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის თქმით, მან გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით შვეიცარიის მთავრობის მილოცვა გადასცა.

"საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს  ჩვენი პრეზიდენტისა და მთავრობის სახელით წარმატებას ვუსურვებთ. გვიხარია, რომ საარჩევნო პროცესს საქართველოში დემოკრატიული არჩევნები და ახალი პრეზიდენტი მოჰყვა. მოუთმენლად ველით, ვიყოთ პარტნიორი ქვეყანა საქართველოსთვის, რათა დავეხმაროთ მას არამხოლოდ პოლიტიკური მიზნების შესრულების, არამედ, ეკონომიკური განვითარებისთვისაც. ასევე, ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე. ხაზი გავუსვით იმასაც, რომ შვეიცარია რუსეთსა და საქრათველოს შორის შუამავალი ქვეყანაა და აღვნიშნეთ, რომ გვსურს ამ ურთიერთობების დარეგულირება", - აღნიშნა გიუნტერ ბეხლერმა.

ლიტყვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი მოხარულია, რომ "საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრა ასე სწრაფად შედგა".

"შევაფასეთ არჩევნების შემდგომი მდგომარეობა, მოხარულები ვართ, რომ მშვიდი სიტუაციაა და იმედი გვაქვს, რომ ასევე გაგრძელდება მომავალში. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ვილნიუსის სამიტსა და მის შესაძლო შედეგებზე. ვიმედოვნებთ, რომ სამიტზე ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხებების პარაფირება მოხდება. ვთანხმდებით იმაზეც, რომ საქართველომ ვილნიუსის სამიტის შემდეგაც უნდა გააგრძელოს ევროკავშირთან დასაახლოებლად აქტიური მუშაობა.

კომენტარები