მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
sportall.ambebi.ge

ლიუბლანაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრებმა ფინალურ მრძოლაში საბერძნეთის გუნდი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ფინალამდე ქართველმა 21-წლამდელებმა რუსეთის, მონღოლეთისა და სლოვენიის ახალგაზრდულ ნაკრებებს აჯობეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გელა კელიხაშვილი (66კგ), ლევან გუგავა (73კგ), უშანგი მარგიანი (81კგ), ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და ლევან მატიაშვილი (+90კგ) ასპარეზობენ.

კომენტარები