არჩევნები 2013

ხიდაშელი: უკვე შეგვიძლია ერთმანეთს მივულოცოთ რომ არჩევნები მშვიდად ჩატარდა

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიდა საბურთალოზე, 162-ე სკოლაში, 54-ე საარჩევნო უბანზე თინა ხიდაშელი. მისი თქმით, უკვე შეიძლება იმის თქმა რომ არჩევნები უპრეცედენტოდ მშვიდად ჩატარდა.

"საარჩევნო განწყობა ძალიან კარგი მაქვს, მაგრამ უკეთესი მექნება თუ აქტივობა უფრო მაღალი იქნება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება გამარჯვებული დღეს, ყველას შეგვიძლია, რომ უკვე ერთმანეთს მივულოცოთ, რომ არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად უპრეცედენტოდ, მშვიდად, სამართლიან და თანაბარ პირობებში. ისეთი გარემოა, რომელზეც ერთი წლის წინ მხოლოდ ოცნება თუ შეგვეძლო. ეს არ გამოიხატება მარტო იმით, რომ არ იყო ქვების სროლა, ეს გამოიხატება მთავრობის დამოკიდებულებითაც. პოლიცია იცავდა ყველა კანდიდატს და ხელისუფლება გვერდში ედგა მათ საჭიროების შემთხვევაში. რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე მით უფრო მეტად დავრწმუნდებით, რომ საზოგადოება მონაწილეობს იმ ცვლილებებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები