ეუთოს სადამკვირვებლო მისია

პრემიერი: ეს არჩევნები დღემდე ჩატარებულ არჩევნებს შორის საუკეთესო უნდა იყოს

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს მთავრობის ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი. ამის შესახებ ივანიშვილმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ თქვა. პრემიერმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლებო მისიის მოვლინებისა და დღემდე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. 

"27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები დღემდე ჩატარებულ არჩევნებს შორის საუკეთესო უნდა იყოს. დემოკრატიული და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს მთავრობის ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი და შეუქმნის მყარ საფუძველს ქვეყნის სწრაფვას ევროპული სტრუქტურებისადმი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მატეო მიკაჩს ბიზნესცენტრში შეხვდა. 

კომენტარები