ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. ავღანეთში, საარჩევნო უბნები ქართველი ჯარისკაცებისთვის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ და ამერიკულ ბაზებზე მოეწყო.
ავღანეთში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 1500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. ავღანეთში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. საარჩევნო პროცესმა ბაზებზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
დღეისათვის, ISAF-ის მისიაში, ჰელმანდის პროვინციაში, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონები მონაწილეობს.