საპროტესტო აქცია თელავში

სტუდენტებმა თელავში საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა გააპროტესტეს

heretifm.com

თელავში უნივერსიტეტების სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სტუდენტებმა სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტეს.

სტუდენტები თელავის თეატრის წინ შეიკრიბნენ და სიმბოლურად მავთულხლართიც გააბეს.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ და ქართველების ოლიმპიადაში მონაწილეობის საწინააღმდეგოდ პეტიციაზე ხელმოწერას სთხოვენ.
ამ დროისთვის სტუდენტებმა უკვე 25 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.

კომენტარები