27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

საპრეზიდენტო არჩევნებს 57 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება

ცესკო

27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე დასაკვირვებლად რეგისტრაცია 57-მა ადგილობრივმა ორგანიზაციამ გაიარა. ცესკო-ს ინფორმაციით, ადგილობრივი ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა უკვე ამოიწურა, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი რეგისტრაციის გავლა ცესკო-ში 20 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. ამ დროისთვის რეგისტრაცია 55-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაიარა.

რაც შეეხება მედიასაშუალებებს, მათი რეგისტრაციის ვადა 24 ოქტომბერს იწურება. ამ დროისათვის ცესკო-ში 92 მედიასაშუალებაა რეგისტრირებული.

კომენტარები