საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი The Economist-ის კრიტიკულ სტატიას სააკაშვილის პიარს უწოდებს

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერ ივანიშვილს მოამბემ გავლენიან გამოცემა The Economist-ში გამოქვეყნებულ სტატიაზეც კითხა, სადაც ნათქვამი იყო:

"წამყვანი პრეტენდენტი გიორგი მარგველაშვილია, განათლების ყოფილი მინისტრი, რომლის ყველაზე მთავარი მახასიათებელი - პოლიტიკური გამოცდილების და ამბიციის არქონაა. ბატონმა ივანიშვილმა ის აირჩია ირაკლი ალასანიას, პროდასავლელი თავდაცვის მინისტრის ნაცვლად, რომლის საპრეზიდენტო ამბიციებიც აღკვეთა." - რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ ეს სტატია მას არ უნახავს, თუმცა თავი უნდა დავანებოთ ”საზღვარგარეთიდან კარნახით” საუბარს.

"ტენდენციური სტატია რამდენჯერმე დაბეჭდა ეკონომისტმა და ჩვენ ვუპასუხეთ მას. სააკაშვილზე კარგის თქმა ახლა ძალიან რთულია, ყველამ გაიგო მაგრამ ჩვენზე ცუდი უკვე მასზე კარგია. სააკაშვილი ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს, სულ ებრძოდა, სულ ოპოზიციაში დარჩა ეს საცოდავი, საკუთარ ხალხთან. ახალმოსული პრეზიდენტი როცა იყო მაშინაც ოპოზიციაში იყო საკუთარ ხალხთან და დღესაც გამალებით ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს. აი ესაა პრობლემა და ეს პიარიც...

ჩვენ ეკონომისტს ვუპასუხეთ რამდენჯერმე, მე აღარ შევხვდი [ჟურნალისტს], თუ იტყოდით გვარს, მე დაგისაბუთებდით ვინც იყო, ისეთი ტენდენციური სტატია გამოაქვეყნა, რომ მეორედ შეხვედრა აღარ ვისურვე მასთან და მას პასუხი მოვთხოვეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც მსგავსი იყო, მე არ მინახავს და არ ვიცი. და საინტერესოა რა, ჩვენ უნდა გადავეჩვიოთ საზღვარგარეთიდან კარნახით... აი რომ წავიდოდნენ ესენი და აი ამერიკაში ჩავიდა ან ევროპაში ჩავიდა და იმათ ეს თქვეს. მე მეუბნებიან, რომ გარდაიცვალა მგონი საწყალი EPP-ის პრეზიდენტი, - რომ აი მარტენსმა თქვა, რომ მაცივრებს და ტელევიზორებს არიგებდით არჩევნების დროს, მთელი ჟურნალისტები დამდევდნენ მახსოვს, ამერიკის დღე იყო საელჩოში ვიყავი. ვეკითხები სად ნახეთ თქვენ რამე გაიგეთ? რა თქმა უნდა პატარა ბავშვებივით თვალს აფახუნებდნენ, არაფერი არ იცოდნენ - არა, აბა მარტენსმა რომ თქვა რა ვქნათ. ახლა იგივეა, ამ ეკონომისტმა თქვა. გასაგებია რომ ესენი ფულს არიგებდნენ და არიგებენ დღესაც, მათ ფული აქვთ და საკმაოდ ბევრი ფული აქვთ." - განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, მართლაც რატომ არ დასახელდა ალასანია პრეზიდენტობის კანდიდატად, როცა რეიტინგებში ლიდერობდა, პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა: "ეს რეიტინგებიც როგორ დგება, ჩემთვის არავის უკითხავს".

კომენტარები