მარიხუანას ამოღება

თბილისში, პოლიციამ დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღო

salon.com

თბილისში, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1987 წელს დაბადებული ალექსანდრე ლ. დააკავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟმა საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, საგზაო წესების დარღვევისთვის  BMW-ს  მარკის ავტომანქანა გააჩერა. სამართალდამცველებმა ავტომანქანის დათვალიერებისას, საბარგულში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ნედლი მარიხუანა აღმოაჩინეს.

ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 2 კილო და 500 გრ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

კომენტარები