მავთულხლართები

ბაქრაძე: ერთი დღით შევწყვიტოთ წინასაარჩევნო კამპანია და ჩავიდეთ დვანში

ხათუნა ხუციშვილი

ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი ინიციატივით გამოდის. დავით ბაქრაძე კონკურენტებს მოუწოდებს, ერთი დღით ყველამ შეწყვიტოს წინასაარჩევნო კამპანია და სოფელ დვანში ჩავიდეს. თავად ბაქრაძე დღეს იმყოფებოდა საოკუპაციო ზოლთან და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. 

"იმ დროს, როდესაც ყველანი ჩართულები  ვართ საარჩევნო კამპანიაში, საკუთარ თემებში, ერთმანეთის ლანძღვასა და ქვების სროლაში, ყოველდღე ვკარგავთ ქართული მიწის ახალ მონაკვეთს. ამიტომ, მე მინდა მივმართო პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს - მოდით, შევძლოთ და ამ საკითხზე დავდგეთ ერთად. მოდით, შევძლოთ და ერთი დღე სიმბოლურად გავაჩეროთ ყველამ ჩვენი კამპანია, რომ მთელმა მსოფლიომ მოაქციოს ყურადღება იმას, რაც ხდება აქ, ამ სოფელში და ერთად გავაკეთოთ ერთობლივი მიმართვა, ხელი მოვაწეროთ ერთობლივ დოკუმენტს, რომელსაც გადავცემთ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას და მთელ მსოფლიოს. რომ ყველამ დაინახოს - მიუხედავად განსხვავებებისა და დაპირისპირებისა, ჩვენ, ყველა პოლიტიკური ძალის პრეზიდენტობის კანდიდატები, ვდგავართ ერთად, როცა საკითხი ეხება ქართული მიწის დაცვას, სოფლების და მოსახლეობის დაცვას", - განაცხადა ბაქრაძემ. 

კომენტარები