ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე, პარტიის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს შეხვდა. ბაქრაძემ დეპუტატებს მოუწოდა, სამშაბათს, პარლამენტში დაგეგმილი დებატებისას მეტი ყურადღება ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების შესახებ გზების ძიებას დაუთმონ.
"მინდა მივმართო წინასწარ და მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობასაც და უმცირესობასაც - არ გამოვიყენოთ ეს დებატები მხოლოდ პოლიტიკური კინკლაობისთვის. მესმის, რომ, რა თქმა უნდა, დებატებში ყოველთვის იქნება პოლიტიკური დაპირისპირება და ბრალდებები, მაგრამ მინდა ყველას ვთხოვო გამოვიყენოთ ეს დებატები არა მხოლოდ ერთმანეთის კრიტიკისთვის, დაპირისპირებისთვის; არა მხოლოდ ერთმანეთზე გადაბრალებისთვის, არამედ გამოვიყენოთ ეს დებატები იმისთვის რომ როგორც პარლამენტის წევრებმა, მოვძებნოთ გამოსავალი და შევთავაზოთ ხელისუფლებას გზები, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეკონომიკა წავიდეს წინ, სამუშაო ადგილები შეიქმნას, ხალხი დასაქმდეს და სიღარიბე შემცირდეს," - თქვა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძე
ბაქრაძე პარლამენტს მოუწოდებს, მეტი ყურადღება ეკონომიკის გამოსწორებას დაუთმონ

wikipedia.org




