ქალბატონი სალომე [ზურაბიშვილი] ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ როცა თქვა და მგონია, რომ შეუფერებელი იყო ის განცხადებები, რაც გააკეთა დიპლომატების მიმართ და განსაკუთრებით ბატონი დავითის მიმართ, თუმცა მან მაინც გადაწყვიტა, რომ ხელი მოეწერა და დაენიშნა, აქ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა - არა, ქალბატონი სალომე არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი გუნდისგან, მე მგონი ყველა ინსტანციისგან და თვითნებურად, თავისი გადაწყვეტილებებით იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.
tbl.ge/648z
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნას ამჯერად ხელი მოაწერა. მანამდე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში წარდგენილი 37 ელჩიდან 36-ის დანიშვნას მოაწერა ხელი და დავით ბაქრაძის დანიშვნაზე უარი თქვა.
ამავე თემაზე
- პრეზიდენტი სარჩელზე: საკონსტიტუციომ თავისი თქვას, ამას ველოდები მოუთმენლად
- პრეზიდენტი ბაქრაძეზე: ყველა წარდგენაზე მოვაწერე ხელი, რომ შეფერხება არ ყოფილიყო
- "სამწუხაროა, რომ კომპეტენციაზე მითითებები დაგვჭირდა" – მდინარაძე ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე
- ბაქრაძე: გამოსავალი არის მხოლოდ ერთი- ქართული ოცნების მშვიდობიანად სახლში გაშვება
- ბაქრაძე: 20 ივნისს გახარია დამთავრდა, როგორც მინისტრი, 11 ივლისს დამთავრდა, როგორც ადამიანი