რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

აკაკი მინაშვილი: რუსეთი ჩამორჩენილი სახელმწიფოა

რადიო "თავისუფლება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით, რუსეთი ჩამორჩენილი სახელმწიფოა. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მისთვის გაუგებარია, "რატომ მივილტვით მისკენ". მინაშვილი პრემიერის მიერ ევროზიულ კავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და პარალელი საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობაზე გაავლო. 

"რუსეთს არცერთი მეგობარი და მოკავშირე სახელმწიფო არ ჰყავს. რუსეთის ფედერაცია არის ჩამორჩენილი, რეტროგრადული, ეკონომიკურად ჩავარდნილი სახელმწიფო და გაუგებარია, რატომ მივილტვით ჩვენ რუსეთის ფედერაციისკენ?", - აღნიშნა მინაშვილმა. მისივე თქმით, ზურაბ აბაშიძეს არ ესმის, რომ დიპლომატია არ არის პოლიტიკური კეკლუცობა და ვინმესთვის თავის მოწონება.

"დიპლომატია საკუთარი სახელმწიფოსა და საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვაა", - დასძინა დეპუტატმა.

ცნობისთვის, ხვალ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება.

 

კომენტარები