მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

საფრანგეთის ნაკრები სრული შემადგენლობით თბილისშია

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები
eurosport.com

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები სრული შემადგენლობით თბილისშია. დიდიე დეშამის გუნდი საქართველოს დედაქალაქში თბილისის დროით 16:00 სთ-ზე ჩამოფრინდა.

6 სექტემბერს დინამო არენაზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის დეშამის განკარგულებაში ყველა წამყვანი მოთამაშეა, მათ შორის: ფრანკ რიბერი, ოლივიე ჟირუ, სამირ ნასრი და კარიმ ბენზემა.

ფრანგები დინამო არენაზე ხვალ 18:00 სთ-ზე ივარჯიშებენ, შემდეგ კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში გაიმართება. 6 სექტემბერს, მატჩი თბილისის დროით 22:15 სთ-ზე დაიწყება.

 

კომენტარები