მინარეთის მოხსნა სოფელ ჭელაში

ახალციხის პოლიციასთან ჭელაში მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებენ

სოფელ ჭელის მეჩეთი
”სამხრეთის კარიბჭე” sknews.ge

ახალციხის სამხარეო პოლიციის შენობასთან მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა. ისინი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც დღევანდელი დღის ბოლომდე ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთი უნდა დაბრუნდეს. 

შეკრებილთან ნაწილი აცხადებს, რომ  საქართველოში ყველა რელიგიური უმცირესობის ინტერესები უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე მართლმადიდებლების. 
აქციის ერთ-ერთი მონაწილე გოდერძი კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება არ შეცვლის მინარეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მთელი მესხეთ-ჯავახეთი ფეხზე დადგება, გადაიკეტება ახალციხე-ადიგენის საავტომობილო მაგისტრალი და მინარეთს ჭელას მიმართულებით არ გაატარებენ. 

 ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან შეკრებილები არიან  მუსლიმები, რომლებიც გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდებიან.

კომენტარები