საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

ლავროვი: მივესალმებით სწრაფვას აფხაზებთან ურთიერთობის დარეგულირებისკენ

ლავროვი
novinite.com

ოკუპირებული აფხაზეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად ისწრაფვის.

"მოსკოვი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების სწრაფვას, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დარეგულირებისკენ", – თქვა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, აფხაზეთი აგრძელებს ურთიერთობას იმ ქვეყნებთან, რომლებმაც მისი დამოუკიდებლობა აღიარეს და ასეთი ქვეყნების რიცხვი გაიზრდება, მისი თქმიმისი თქმით, ურთიერთობის დარეგულირების პროცესში აუცილებელია არსებული რეალობიდან გამოსვლა და მოსახლეობაზე ფიქრი და არა ვინმეს გეოპოლიტიკურ ამბიციებზე. 

ლავრომის თქმით, ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია და ძირითად საკითხებზე მხარეებს შორის თანხმობა არსებობს.

"ვიმედოვნებთ, ამ ყველაფრის რეალიზება მოხდება და ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდებით მოლაპარაკების და ძალის გამოუყენებლობის აუცილებლობაზე. არსებობს კონკრეტული წინადადებები, რომლებსაც პატიოსნად განხილვა და არსებული რეალობის გათვალისწინება სჭირდება. რეალობა კი ასეთია – უპირველეს ყოვლისა, უნდა მოილაპარაკონ აფხაზეთმა და საქართველომ, სამხრეთ ოსეთმა და საქართველომ", - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებას მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სერგეი ლავროვმა არასწორად გაიგო პრემიერ-მინისტრის განცხადება. 

"როგორც ჩანს, სერგეი ლავროვს არასწორედ გაუგია პრემიერ-მინისტრის განცხადება ამასთან დაკავშირებით. პრემიერის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ უნდა ვაღიაროთ ჩვენ შეცდომები და ვეცადოთ, რომ ვიპოვოთ ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები. მხოლოდ ამის შემდეგ ეკონომიკური წარმატებისა და ქვეყნის განვითარების პარალელურად ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ აფხაზ და ოს ძმებს დავუდასტუროთ ის, რომ ჩვენ გვინდა მათთან ერთად ცხოვრება და დავსახოთ ერთად ერთიან ქვეყანაში ცხოვრების მომავალი", - ამბობს მაია ფანჯიკიძე.

კომენტარები