ოკუპირებული ტერიტორიები

პუტინი აფხაზეთში ჩავიდა და ბიჭვინთაში ანქვაბს შეხვდა

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აფხაზეთს ეწვია და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი მარიონეტული მთავრობის მეთაურს ალექსანდრე ანქვაბს ბიჭვინთაში შეხვდა. 

"საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს", - აცხდებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის აპარატი.

ეს ანქვაბსა და პუტინს შორის ბოლო კვირების განმავლობაში უკვე მეორე შეხვედრაა. პირველი შეხვედრა ქალაქ სოჭში გაიმართა.  

კომენტარები