შინაგან საქმეთა სამინისტრო

ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ბექა ვ. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

"სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: ბუპრენორფინის აბის ნაფხვენი და 50 აბი ტრამადოლი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ვ-მ ნარკოტიკები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან ჩამოიტანა. ნარკოლოგიური შემოწმებით, ბრალდებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები