ოკუპირებული ტერტორიები

EUMM ქვეშის ინციდენტის შემდეგ მხარეებს უკიდურესი თავშეკავებისკენ მოუწოდებს

http://www.eumm.eu/

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარ ვებგვერდზე გორის რაიონის სოფელ ქვეშში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და მხარეებს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია ნათქვამი, 10 აგვისტოს, დილის 11:00 საათისთვის მისია ყოველდღიურ მონიტორინგს ატარებდა ქვეშის მახლობლად, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გაისროლეს:

„გასროლა ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხრიდან მოხდა, მას შემდეგ, რაც ქართული პოლიციის მანქანა გამოჩნდა და მოტრიალდა ბარიერის წინ, რომელსაც სამხრეთ ოსეთის შეიარაღბული შემადგენლობა აკონტროლებს. არავინ დაშავებულა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ქართული პოლიცია გაეცალა ინციდენტის ადგილს.

იმავე დღეს, ცხელი ხაზის აქტივაციის შემდგომ, სპეციალური შეხვედრა გაიმართა ქვეშში, რომელსაც ესწრებოდნენ ქართული პოლიციის, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მესაზღვრეების სამსახურების, რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები. მხარეები შეთანხმდნენ, აირიდონ ისეთი ქმედებები, რომელთაც შეიძლება სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. 2008 წლის ომის წლისთავზე, ევროკავშირის მონიტორინგის მისია მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და თავი შეიკავონ პროვოკაციისგან." - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 გვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ შსს–ს მობილური პატრულის ეკიპაჟს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ესროლეს.

 

კომენტარები