კრიმინალი

ბათუმში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა

ბათუმში 1991 წელს დაბადებულ კოკა კეკელიას მუცლის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 1970 წელს დაბადებული ირაკლი ს. პოლიციამ მალევე დააკავა. კოკა კეკელია საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულის იარაღი ამოღებულია.

კომენტარები